02 მაისი 2024,   05:43
ვრცლად
საკლასო ოთახში საარჩევნო უბნის განთავსების გამო, სასწავლო პროცესი სარდაფში ტარდება

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში იმისთვის, რომ საარჩევნო უბნისთვის ფართი გამოეყოთ, ადმინისტრაციამ საკლასო ოთახი გაათავისუფლა. მას შემდეგ გაკვეთილები, რომლებიც ამ კლასში იმართებოდა, სარდაფში ტარდება.

ფაქტს პირველი კლასის მოსწავლეების მშობლები აპროტესტებენ.

დირექცია ამტკიცებს, რომ სარდაფში მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილი ჩატარდა, რასაც მოსწავლეების მშობლები არ ადასტურებენ.

დღეს მშობლები და კურიერის გადამღები ჯგუფი სკოლაში არ შეუშვეს.  ტელეკამერის გამოჩენამ ადგილზე დირექცია გააღიზიანა. ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დირექტორი შვებულებაშია, ამიტომ შენობაში შესვლის უფლებას ვერ მისცემდნენ. 

დღის ამბები