26 აპრილი 2024,   15:58
ვრცლად
კიევში სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, არიან დაშავებულები

კიევში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა მიტინგზე, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

აქცია გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე მიმდინარეობს. 

მომიტინგეების განცხადებით, სამართალდამცავებს პროვოკაციების მოწყობის მცდელობა ჰქონდათ და პოლიცია მათ ტერიტორიაზე კარვების შეტანის უფლებას არ აძლევდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებთან შეტაკების შემდეგ კარვების შეტანა მაინც მოახერხეს. 

უკრაინის პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ულტიმატუმზე ხელისუფლების პასუხს ელოდებიან. ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერები სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, ანტოკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი მიტინგებს პერმანენტულად გამართავენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები