26 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელის ბინის ჩხრეკისას "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალების 487 აბია ამოღებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაკავებულს "ბუპრენორფინის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები