26 აპრილი 2024,   06:16
ვრცლად
ასპინძის გამგეობაში საკადრო ცვლილებები სავარაუდოდ სუს-ის ზეწოლით მიმდინარეობს

ასპინძის გამგეობაში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. 

მუნიციპალიტეტი საკუთარი განცხადების საფუძველზე 7-მა პირმა დატოვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით შვიდივე თანამშრომელზე ზეწოლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს და სწორედ სუს-ის ზეწოლის საფუძველზე დატოვეს გამგეობის თანამშრომლებმა თანამდებობები. სუს-ის მიზანი კი სავარაუდოდ მოქმედი გამგებლისთვის წინასაარჩევნოდ ზიანის მიყენებაა. საქმე იმაშია, რომ თავის დროზე „ქართული ოცნების“ სიით გასული გამგებელი დღეს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

ის თანამშრომლები კი რომლებმაც თანამდებობები დატოვეს, მედიასთან არ კონტაქტობენ და აცხადებენ, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ერთ-ერთი მათგანი კი თანამდებობის დატოვების მიზეზად მოსავლის აღებას ასახელებს. 

დღის ამბები