26 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჰაკერული თავდასხმა იგეგმება

თბილისი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებით, მის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჰაკერული თავდასხმა და ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მათ მიერ კონტროლირებადი ვებ გვერდის მეშვეობით, გეგმავს გაავრცელოს ინფორმაცია, ალეკო ელისაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ. ელისაშვილი კი, საკუთარი კანდიდატურის მოხსანს გამორიცხავს.

“ხელისუფლების და "ქართული ოცნების" მიერ კონტროლირებადი გვერდებიდან ხვალ საღამოს აპირებდნენ, ასევე არ იყო გამორიცხული, რომ ჩემი ოფიციალური ვებ გვერდის, facebook-ში გვერდის წინააღმდეგ შეტევა მიეტანათ, გაეტეხათ. აპირებენ ინფორმაციის გავრცელებას, რომ თითქოს მე მოვხსენი კანდიდატურა. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ტყუილი, არანაირი კანდიდატურის მოხსნას მე არ ვაპირებ,“ - განაცხადა ელისაშვილმა.   

დღის ამბები