26 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
აშშ-ის პოლიტიკურ ისტორიაში ტრადიცია დაირღვა - ყოფილმა პრეზიდენტებმა მოქმედი ლიდერი გააკრიტიკეს

შეერთებული შტატების პოლიტიკურ ისტორიაში ტრადიცია დაირღვა. ყოფილმა პრეზიდენტებმა, რომლებიც მოქმედ ლიდერს არასდროს აკრიტიკებენ, ამჯერად პირველი საჯარო განცხადებები გააკეთეს.

ვირჯინიის შტატში "დემოკრატიული პარტიის" გუბერნატორობის კანდიდატთა წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამას დონალდ ტრამპი არ უხსენებია, თუმცა მოუწოდა ამერიკელებს, მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ შიშის და განხეთქილების პოლიტიკას ქვეყნის შიგნით არასდროს შეეგუებიან.

ბარაკ ობამას გარდა, ტრამპის მმართველობა გააკრიტიკა მისმა წინამორბედმა პრეზიდენტმაც. ჯორჯ ბუში სიტყვით ნიუ იორკში გამოვიდა და განაცხადა, რომ ამერიკას თეთრკანიანი ულტრამემარჯვენეების აღზევება და ფანატიზმი დიდ საფრთხეს უქმნის.

დღის ამბები