26 აპრილი 2024,   04:43
ვრცლად
დაპირისპირება "ევროპული საქართველოსა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ახალციხეში

ახალციხეში, სოფელ ნაოხრების საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტები მოხდა. „ევროპული საქართველოსა“ და მმართველი ძალის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკებასა და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო კანონს არღვევდნენ.

ოპოზიციის წევრის თქმით, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხალხს მოუწოდებდნენ, რომ მმართველი პარტიისთვის მიეცათ ხმა, რაც მან გააპროტესტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ზოგადად, ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ოპოზიციის წევრები არ გამორიცხავენ, რომ სოფელ დამალაში, სადაც სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და მათ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, ხმები გააყალბონ. თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და გაყალბებას ადგილი არ აქვს. 

საარჩევნო უბნებთან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს „ქართული ოცნების“ ასპინძის მერობის კანდიდატმა, როსტომ მაგრაქველიძემ, ასპინძის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ლევან ცაბაძემ და“ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის მერობის კანდიდატმა, მალხაზ მოსიძემ. 

 

დღის ამბები