26 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
ლონდონი საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრას მასპინძლობს

ლონდონი საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრას მასპინძლობს. მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ბრიტანეთის მხრიდან კი გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დანკანი მონაწილეობს.

ლონდონში ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უილტონ პარკს შორის, გაფორმდება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

ლევან იზორია შეხვდება ბორის ჯონსონს და სიტყვით გამოვა Chatham House-ში.

დღის ამბები