02 მაისი 2024,   06:24
ვრცლად
ავარია ზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე - გარდაიცვალა ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსის და ჯიპის ტიპის ავტომობილის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს ახლად არჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანია. 

ასევე, გავრცელებული ცნობით, სამი დაშავებული პირიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა.

როგორც „რუსთავი 2“-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და კრიმინალისტები მუშაობენ.

 

დღის ამბები