02 მაისი 2024,   21:39
ვრცლად
ნამდვილად ბევრი აქვს მას საამაყო - გიორგი კვირიკაშვილი დავით ნარმანიას საქმიანობას აფასებს

„ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და რა თქმა უნდა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა დავით ნარმანიას საქმიანობის შეჯამების შემდეგ გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილი დავით ნარმანიას საქმიანობას დადებითად აფასებს.

„ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს. დღეს მან წარმოადგინა ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია, თუ რა გაკეთდა ჩვენს დედაქალაქში და ნამდვილად, ბევრი აქვს მას საამაყო,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, კახი კალაძის მერობა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისისთვის.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დავით ნარმანიამ საკმაოდ დიდი განსაცდელი 13 ივნისის სტიქიის დროს გამოიარა.

„ძალიან დადებითიც იყო და ძალიან ემოციურიც იმიტომ, რომ ბევრი სატკივარი და სანერვიულო სტიქიასთან დაკავშირებით ჰქონდა და იმ ადამიანების სირთულეებთან დაკავშირებით, რომლებიც ემსხვერპლნენ და დაზარალდნენ სტიქიის შედეგად. ამის გარდა, დიდი სიამაყე დამეუფლა, მე პირადად, იმ მრავალ პროექტთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა,“ – აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

ჯეჯელავა კახი კალაძის მოსაზრებას იზიარებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის სამომავლოდ განსავითარებლად საჭირო საძირკველი უკვე არსებობს.

 

დღის ამბები