23 ნოემბერი 2017,   20:45
ვრცლად
ოპოზიციაში სამთავრობო ცვლილებების ავტორად ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ

სამთავრობო ცვლილებებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.

საპარლამენტო უმცირესობას ცვლილებები არ მოსწონს. ოპოზიცია მთავრობაში ბიძინა ივანიშვილის გავლენის ზრდაზე საუბრობს. ახალი შინაგან საქმეთა და ახალი ფინანსთა მინისტრები სწორედ ყოფილი პრემიერის კადრებია - ამტკიცებენ „ნაციონალურ მოძრაობაში. „ევროპული საქართველო“ კი პრემიერს კონკრეტიზაციას სთხოვს, თუ რამდენს დაზოგავს შემცირებებით ხელისუფლება და რისთვის გამოიყენებს გამოთავისუფლებულ მილიონებს.

ვისი გადაწყვეტილებით დატრიალდა მორიგი სამთავრობო კარუსელი, ეს იყო მთავრობის პოზიცია თუ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება - საპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად, ეს კითხვები არასაპარლამენტო ოპოზიციასაც აქვს.  დილიდან ეს თემა პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია. კითხვები ამ თემაზე განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ "ქართულ ოცნების" ოფისში გუშინ, კონსულტაციებს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები