16 ივნისი 2024,   00:32
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მისამართით გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები გახშირდა"- კახა კოჟორიძე

„ძალიან სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მისამართით გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები გახშირდა,“- ასე შეაფასა პრეზიდენტის მრჩეველმა ომბუდსმენის მისამართით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები.

კახა კოჟორიძის განცხადებით, მსგავსი თავდასხმა ევროპულ სტანდარტებს და ინსტიტუტების პატივისცემას ეწინააღმდეგება.

"ჩვენ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ და მეორეს მხრივ, გვავიწყდება, რომ ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები არსად სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. ჩვენ გვახსოვს წლების წინ, როცა სახალხო დამცველს მიტინგის დარბევის დროს ვცემდით. დღეს აღარ ვცემთ და შეიძლება ეს ვიღაცისთვის პროგრესის მიმანიშნებელი იყოს, თუმცა სინამდვილეში, ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ არ გვესმის კარგად, რა არის სახალხო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი,“- განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის შემდეგ, უჩა ნანუაშვილს იუსტიციის მინისტრი დაუპირისპირდა. თეა წულუკიანმა ომბუდსმენს უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები