16 დეკემბერი 2017,   00:00
ვრცლად
"ჩემი სამზარეულოს წესები" - ახალი შოუ რუსთავი2-ის ეთერში

ჩემი სამზარეულოს წესები - ახალი შოუ რუსთავი2-ის ეთერში.

ჩემო სამზარეულოს წესები საერთაშორისო სატელევიზიო პროექტია, რომელმაც უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი ტელე-ეკრანს მიაჯაჭვა.

ავსტრალიური კულინარიული შოუს ქართული ვერსიის ავტორები მაყურებელს შთამბეჭდავ სანახაობას ჰპირდებიან.

რუსთავი2-ის ახალ შოუს 6 წყვილი ჰყავს. მონაწილეებს საკონკურსო დღეს სამი საათი აქვთ, რა დროშიც მათ სამი სახეობის კერძის მომზადება უნდა მოასწრონ. მკაცრი ჟიური თითო კერძს ერთიდან 10 ქულიანი შკალით აფასებს.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ჩემი სამზარეულოს წესების ჟიურის წევრი, ნიკა გვარამია, ფიქრობს, რომ რუსთავი2 "ქართულ სამზარეულოში ახალ მინირევოლუციას იწყებს".

პროექტი ხვალიდან, 20 ნოემბრიდან, იწყება და ეთერში ყოველ ორშაბათს გავა.

დღის ამბები