26 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
ეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა - 1 დოლარის ღირებულება 2.7060 ლარი გახდა

ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლითი ოფიციალური კურსი გამოაქვეყნა. ხვალიდან ერთი დოლარის შესაძენად 2.7060 ლარი იქნება საჭირო. დღეს მოქმედი კურსით, 1 დოლარი 2.6890 ლარი ღირდა, შესაბამისად, ცვლილებამ 0.0170 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს ღირებულება 3.1766 ლარი იქნება. ევროსთან მიმართებაში ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.76 ლარს აღწევს. ევროს ფასი კი 3.265 ლარამდე მერყეობს. 

 

 

 

დღის ამბები