26 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
სავარაუდო კორუფციული გარიგება მერიასა და ფარცხალაძის კომპანიას შორის - სახელმწიფო აუდიტი საბოლოო დასკვნას არ აქვეყნებს

ამ დრომდე უცნობია, დაადგინა თუ არა აუდიტის სამსახურმა კორუფციული გარიგება მერიასა და ოთარ ფარცხალაძის კომპანიას შორის. მწვავე შუალედური დასკვნის გამოქვეყნებიდან 6 თვეზე მეტია გასული, თუმცა მაკონტროლებელი ორგანო საბოლოო დოკუმენტის გასაჯაროებას არ ჩქარობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალ მთავარ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს მიმართავს და დასკვნის წარდგენას ითხოვს.

ყოფილი გენერალური აუდიტორიც, ლაშა თორდია, რომელცი ოთარ ფარცხალაძის და თბილისის მერიის გარიგების კანონიერებას სწავლობდა, ამბობს, რომ მტკიცებულებები იმდენად მყარია, რომ საბოლოო დასკვნის შეცვლა შეუძლებელია იქნება.

აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ ოთარ ფარცხალაძის შესახებ დასკვნა წლის ბოლომდე გასაჯაროვდება.

ანგარიშის გამოქვეყნების დაჩქარებას არ ითხოვს, თუმცა მის გამოქვეყნებას ელოდება ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატიც. გაგი მოსიაშვილს იმედი აქვს, რომ ის შუალედური ანგარიშისგან განსხვავებული იქნება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით თბილისის მერიამ ოთარ ფარცხალაძის კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მზიურში, საბაზროზე მაღალ ფასად შეაფასა და მის სანაცვლოდ ყოფილ მთავარ პროკურორს ნუცუბიძის ქუჩაზე ახალი ტერიტორია გადასცა. წინასწარი ინფორმაციით, თბილისის მერიამ ამ გარიგების შედეგად 2 მილიონი ლარი იზარალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები