02 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

გაბრიელ სალოსის გამზირზე განხორციელებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის ადვოკატმა სუს-ის შენობა დატოვა. იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას არ აპირებს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებს უკავშირდება.

დაკავებულს ბრალი წაუყენეს, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა მუხლით მოხდა ბრალის წარდგენა. იმედა ქარქაშაძემ მხოლოდ ის განაცხადა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

 

დღის ამბები