16 დეკემბერი 2017,   00:00
ვრცლად
მკვეთრად გაუარესებული ამინდი - სინოპტიკოსები ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმს ელოდებიან

საქართველოს მთელი მასშტაბით ამინდის მკვეთრ გაუარესებას და დაბალ ტემპერატურას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები. დღეს თბილისში პირველი თოვლიც მოვიდა. სინოპტიკოსების ცნობით, თოვლი ამ დროისთვის დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში ფიქსირდება.

მათივე ინფორმაციით, თოვა საღამოს საათებსა და ღამის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება.

თოვლი იქნება დასავლეთ საქართველოშიც. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში კი, ღვარცოფულ-მეწყერული პროცესები.

დღის ამბები