26 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
ადამიანებს ინფორმაციის სიმწირის გამო ჰქონდათ პანიკა - ნოდარ მელაძე ისნის სპეცოპერაციაზე

„ადამიანებს ინფორმაციის სიმწირის გამო ჰქონდათ პანიკა და ვერ არკვევდნენ რა ხდებოდა,“ - ასე აფასებს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ სპეცოპერაციას.

ნოდარ მელაძის თქმით, სპეცოპერაციის ღამითვე სხვადასხვა უწყებებს დაუკავშირდნენ, რომლებსაც ოფიციალური ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

„დღეს მაყურებელს აქვს ჩვევა, რომ თუ რამე ხდება იცის, რომ უნდა გადმორთოს „რუსთავი 2“-ზე და ის აუცილებლად მიიღებს კითხვებზე პასუხს და გაიგებს რა ხდება,“ - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ნოდარ მელაძე სპეცოპერაციის ღამეს იხსენებს, რომლის დროსაც "რუსთავი 2"-მა პირველმა მიაწოდა მაყურებელს ინფორმაცია

„ასეთი მასშტაბი მე არ მინახავს თბილისში. ეს იყო რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი მოქცეული პოლიციის ყვითელი ლენტის წრეში, უამრავი სამართალდამცავი და შიგნით მიმდინარე სპეცოპერაცია. იმ წუთშივე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავსულიყავით სპეცოპერაციის მასშტაბებიდან გამომდინარე პირდაპირ ეთერში, იმიტომ, რომ „რუსთავი 2“ დღეს საქართველოში არის ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო სეგმენტის მქონე ტელევიზია,“ - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ თვითცენზურის დაწესება არ შეიძლება და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სპეცოპერაციის ამსახველი კადრების ეთერში გაშვება მინიმუმ ერთსაათიანი დაგვიანებით ხდებოდა.

დღის ამბები