20 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
”PSP”-ს აფთიაქი გაძარცვეს ვაჟა ფშაველას გამზირზე
”PSP”-ს აფთიაქი გაძარცვეს ვაჟა ფშაველას გამზირზე. შემთხვევა დღის ბოლოს დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამ დროისთვის უცნობია თუ რა არის წაღებული აფთიაქიდან.
 
ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. არსებული ინფორმაციით, აფთიაქის ძარცვაში ერთი პირი მონაწილეობდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.
დღის ამბები