02 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
ქუთაისის ტორპედო სადისციპლინო კომიტეტმა დააჯარიმა

საჩემპიონო მატჩის მსვლელობისას მომხდარ ინციდენტებზე ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვეტილებაც მიიღო: საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქონების დაზიანებისა და მისი გულშემატკივრების მხრიდან საგნების სროლისთვის 3000 ლარით დაჯარიმდა და მომდევნო ორ საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. დამატებით 2000 ლარიანი ჯარიმა კლუბს ქომაგების მიერ პიტარდების გამოყენებისთვის დაეკისრება.

საფეხბურთო კლუბი დინამო კი გულშემატკივართა მხრიდან ფერადი კვამლის გამოყენებისთვის 500 ლარით დაჯარიმდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები