04 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხებოდა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულ​ებასაც. 

“ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის შინაარსსა და იმ თემებზე, რომლებიც აქტიურად დგას დღის წესრიგში. პირველ რიგში ესაა ვიზალიბერალიზაციის საკითხი განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ევროკომისია გამოაქვეყნებს ანგარიშს ვიზალიბერალიზაციის პირველადი შედეგებისა და გამოცდილებების შესახებ. საერთო ჯამში ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ მიმდინარე პროცესებს, თუმცა არის რამოდენიმე საკითხი, რაც მეტ ყურადღებას საჭიროებს,“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

დღის ამბები