02 მაისი 2024,   01:42
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმეზე ბრალდებულს ადვოკატი გლდანის ციხეში ხვდება

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ამ წუთებში მისი ინტერესების დამცველი ხვდება. ბრალდებულს გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.

ადვოკატი, მერაბ მამულაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს ორ საათზე მეტია ხვდება. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში შესვლამდე ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დღევანდელ შეხვედრაზე უნდა გადაწყვიტონ ბრალდებულმა და უფლებადამცველმა, გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოში აღკვეთის სახით შეფარებულ პატიმრობას.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები