26 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
„მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს აუცილებლად დატოვებს, პოროშენკოს სხვა გამოსავალი არ აქვს"- ზალიკო უდუმაშვილი

„მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს აუცილებლად დატოვებს, პოროშენკოს სხვა გამოსავალი არ აქვს, სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა პოროშენკოსთვის ბოლო დღეები იქნება,“- ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა „კურიერის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილი უკრაინელ ხალხთან ერთად გამარჯვებულია.

„ის, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს ნიშნავს, რომ პოროშენკო არის ცაიტნოტში და აგონიაში მყოფი ადამიანის მსგავს ნაბიჯებს დგამს, ერთის მხრივ, მას უნდა რომ ყველა მეთოდით ხელისუფლება შეინარჩუნოს, მეორეს მხრივ, მას უჭირს უკრაინელი ხალხის და დასავლეთის ზეწოლის გამკლავება, ამას უკავშირდება გაუგონარი ნაბიჯები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გადადგა... მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო დედამიწის ზურგზე, შეიძლება დააბრალო, რომ მარსიდან ჩამოვიდა, მაგრამ არ შეიძლება მას დააბრალო, რომ ის რუსეთთან არის კავშირში,“ - აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები