10 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!" - ენმ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“ - ნაციონალური მოძრაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, აღნიშნა, რომ სააკაშვილზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან შეუსაბამოა. ამგვარი ქმედება განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობის და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე. მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებისგან, შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურო დევნა და ის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

"ივანიშვილის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, კარგად დაფიქრდეს, გააცნობიეროს უკიდურესად მძიმე შექმნილი ვითარება, რომელიც მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგია და შეწყვიტოს მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება მიიღებს სამოქალაქო პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები