10 დეკემბერი 2018,   09:31
ვრცლად
ხალხის შეეშინდათ, ძალიან ბევრი ხალხი იყო გუშინ ქუჩაში - მიხეილ სააკაშვილი

"ხალხის შეეშინდათ, ძალიან ბევრი ხალხი იყო გუშინ ქუჩაში,“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პეჩორის სასამართლოს მიერ მისი გათავისუფლების შემდეგ გააკეთა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„ამ ქალმა საერთოდ ყველაფერზე უარი თქვა, ყველანაირ შეზღუდვაზე. დეპუტატებიც აღარ დასჭირდა, უბრალოდ გამიშვა. ძალიან მოულოდნელი იყო. ხალხის შეეშინდათ, ძალიან ბევრი ხალხი იყო გუშინ ქუჩაში. ეს არის დიდი გამარჯვება, არა მხოლოდ გამოვედი ციხიდან, არამედ საერთოდ გამიშვა,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები