22 სექტემბერი 2018,   00:38
ვრცლად
ორი აზრი არ არსებობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური დევნა არის ცუდი - გიორგი კანდელაკი

„ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური დევნა, რომელსაც ადგილი აქვს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არის ცუდი. არის ცუდი, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რომ მისი პარტიის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაა.

„ჩვენი მთავარი მოვალეობა არის ამ მთავრობის მანკიერების გამოვლინება, კრიტიკა, მაგრამ ამავე დროს, იმ პრობლემების გადაწყვეტის გზების შეთავაზება ხალხისთვის, რა პრობლემებიც მართლაც არსებობს, ფასების ზრდიდან დაწყებული, სამედიცინიო მომსახურების უფრო ხელმიუწვდომლობით დამთავრებული და გამწვავდა ქართული ოცნების საქმიანობის შედეგად,“ - განაცხადა კანდელაკმა.

ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, თუ ორ სახელმწიფოს შორის სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გარიგება სიმართლე აღმოჩნდება, მისი თქმით, "უნდა დასრულდეს ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა". 

დღის ამბები