26 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, ასე უკრაინის ხელისფულებას უფრო ნაკლები დრო დარჩა" - მიხეილ სააკაშვილი

სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა სახლამდე მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობით გადაინაცვლა და კვირისთვის მორიგი აქცია დააანონსა. მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებული პროცესებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებას კიდევ უფრო ნაკლები დრო დარჩა. 

"უკრაინული სასამართლოს მოსამართლე შეეწინააღმდეგა ხელისუფლებას და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვულოცავ ყველას, მან თქვენი ხმა გაიგო, ის მიხვდა, რომ არსებობს სხვა მომავალი. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს სურდა სააკავშვილის გამოკეტვა სახლში, ისინი ამბობდნენ, რომ მე რუსული სპეც სამსახურები მომკლევდნენ, ამავდროულად მათ აგენტობას მაბრალებენ. მინდა ვაჩვენო, რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე.

"ვინც გამომკეტა გისოსებს მიღმა, მან თავად იშიმშილოს, მათ უნდოდათ ჩემი შინა პატიმრობა და არაფერი გამოუვიდათ. დიახ, მათ არაფერი გამოუვათ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ უკრაინისთვის. სწორედ ამიტომ, შევიკრიბოთ კვირას და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე უკრაინის ხელისფულებას უფრო ნაკლები დრო დარჩა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

უკრაინის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას რეჟიმისთვის სილის გაწნად აფასებს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი და უკრაინის პარტია ”ახალი ძალების მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

"ეს არის კიდევ  ერთი სილა რეჟიმისთვის სახეში, უკვე  მესამე სილაა ფაქტიურად ნახევარი წლის განმავლობაში და ეს მოძრაობა აუცილებლად გაიზრდება და გამარჯვება იქნება ძალიან მალე," - აცხადებს დავით საყვარელიძე. 

დღის ამბები