06 მაისი 2024,   12:55
ვრცლად
უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს განაცდურის სახით 650 ათასი ლარი გადაუხადეს - "საია" კვლევას გაასაჯაროებს

ბოლო 5 წლის განმავლობაში უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს განაცდურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი გადაუხადეს. უკვე დასრულებული და ჯერ კიდევ მიმდინარე სასამართლო დავების შეახებ ინფორმაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოითხოვა და კვლევას დღეს გაასაჯაროებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს 384 ყოფილი თანამშრომელი ედავება, საქმეების მესამედი უკვე დასრულებულია, აქედან უმეტესობა სახელწმიფომ წააგო.

„საია-ში“ განმარტავენ, რომ უკანონო გათავისუფლებების გარდა, კიდევ ერთი პრობლემა წაგებული საქმეების საჯარო უწყებების მიერ სამივე ინსტანციაში გასაჩივრებაა, რის გამოც ბიუჯეტის ხარჯი კიდევ უფრო იზრდება. 

დღის ამბები