26 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
ეს არაფერია თუ არა კონსტიტუციის, კონსტიტუციის დარღვევით მიღება - ხათუნა გოგორიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

„ეს არაფერია თუ არა კონსტიტუციის, კონსტიტუციის დარღვევით მიღება,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვას.

სამინისტროს ინიციატივის მიხედვით, საიდუმლო ინფორმაციის ცნება გაფართოვდება.

გოგორიშვილი აღნიშნავს, რომ ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც პარლამენტმა საყოველთაო განხილვების შემდეგ დამატებით განიხილა.

„დღეს, იურიდიულმა კომიტეტმა დამატებით ამ ოთხი საკითხიდან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რეგლამენტისა და კონსტიტუციის აბსოლუტური იგნორირებით დამატებით განიხილა კიდევ 8 ცვლილება კონსტიტუციაში და ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე კიდევ ახალი საკითხები ემატება,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საყოველთაო განხილვებზე მხოლოდ 4 საკითხის ირგვლივ მიმდინარეობდა მსჯელობა, ახლა კი კონსტიტუციის ცვლილებების რაოდენობა გაზრდილია.

დღის ამბები