26 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
"კონკრეტული ტელეკომპანიის ინტერესებისკენ მიმართული კანონპროექტი" - კერძო ტელეკომპანიები მაუწყებლის შესახებ კანონს აკრიტიკებენ 

მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრას, დღეს მედია სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი მესამე სექტორის მსგავსად, მაუწყებლის კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენებას ითხოვენ. 

„რუსთავი 2“-ის შეფასებით, კანონპროექტი, რომელიც უკვე დაამტკიცა პარლამენტმა, არის ერთი კონკრეტული ტელეკომპანიის ინტერესებისკენ მიმართული მხოლოდ და ეს საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდად აისახება კერძო სექტორზე მედიის სფეროში. კერძო ტელემაუწყებლებს, განსაკუთრებით პატარა ტელევიზიებს, ძალიან მძიმედ შეეხება საკითხი, ამიტომ ყველა ტელეკომპანია ერთად დგას ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

კერძო მაუწყებლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი კერძო ტელეკომპანიებზე ზეწოლის გამოვლინებაა და ბაზარზე არაკონკურენტულ პირობებს შექმნის.

„გვინდა, რომ ჩვენ ჩვენი სათქმელი ვუთხრათ პრეზიდენტს. ის გამოიყენებს თუ არა ვეტოს, ეს მისი უფლებაა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის აუცილებლად საქმის კურსში უნდა იყოს და ჰქონდეს ჩვენი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ”TV პირველის” კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები