26 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
კვირიკაშვილი იქნება ივანიშვილის სრულიად მონა-მორჩილი - დავით ზურაბიშვილი პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე საუბრობს

„არ გამოვრიცხავ, რომ კვირიკაშვილი ერთ-ერთი კანდიდატი იყოს საპრეზიდენტო,“ - ეს განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ზურაბიშვილმა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი კვირიკაშვილის პრეზიდენტად დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დავით ზურაბიშვილი „არჩევანის“ ეთერში აღნიშნავს, რომ ივანიშვილი მის მორჩილ კანდიდატს დაასახელებს.

„ბიძინა ივანიშვილი დააყენებს ისეთი ტიპის ფიგურას, როგორიც არის კვირიკაშვილი. ფიგურა, რომელიც არის დასავლეთისთვის, უცხოელებისთვის არ არის გამაღიზიანებელი და არ იწვევს მათში მკვეთრად უარყოფითს. რომელიც იქნება მისი სრულიად მონა-მორჩილი და იგივე, იმას, რომ „ხასიათი გამოავლინოს,“ როგორც მარგველაშვილმა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებები დააპიროს, გამორიცხული იქნება,“ - განაცხადა  დავით ზურაბიშვილმა.

ის ასევე, აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საინტერესო ფიგურა იყო, რადგან ის კონსერვატიული იყო.

"ირაკლი ღარიბაშვილი საინტერესო ფიგურაა არა იმდენად თვითონ პიროვნულად, არამედ უფრო იმიტომ, რომ ის იყო როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ძალიან უკიდურესად კონკერვატული, "ქართული მარშის" ტიპი, კონსერვატიულ, ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და ასეთი ტიპის ამომრჩევლის მთავარი ორიენტირი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები