26 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილი და მისი მთავრობა მიიღებს საპარლამენტო ნდობას - ზაზა გაბუნია

„გიორგი კვირიკაშვილს აქვს ძალიან მაღალი საპარლამენტო ნდობა, ის გახლავთ ჩენი გუნდის ლიდერი,“ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი, ზაზა გაბუნია გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომას.

„არჩევანის“ ეთერში ზაზა გაბუნია აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობა საპარლამენტო ნდობას მიიღებს.

„საპარლამენტო უმრავლესობა არის გიორგი კვირიკაშვილის გუნდი და შესაბამისად ამისა, გიორგი კვირიკაშვილი და მისი მთავრობა მიიღებს საპარლამენტო ნდობას,“ - განაცხადა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნია აღნიშნავს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებული მოსაზრებები სპეკულაციის შედეგია.

მისი თქმით, კვირიკაშვილთან მმართველი გუნდი ყოველდღიურ კომუნიკაციაშია. გაბუნია მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო. ზაზა გაბუნია აღნიშნავს, რომ მამუკა მდინარაძემ ტექნიკური დეტალები იგულისხმა და არა თავად ფრაქციების შექმნა, რადგან გაბუნიას თქმით, ფრაქციების შემნა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ზაზა გაბუნიას თქმით, ახალი ფრაქციების შექმნას დიდი ხარჯები არ მოყვება, საჭირო იქნება მხოლოდ 2 მანქანა.

დღის ამბები