26 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე 3 საათია, მთელი ქვეყანის მასშტაბით რეიდებს ატარებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე 3 საათია, მთელი ქვეყანის მასშტაბით რეიდებს ატარებს. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ კრიმინალური პოლიციის უფროსმა გააკეთა. მამუკა ჭელიძის განცხადებით, მიმდინარეობს საპოლიციო კონტროლი.

„პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, შსს-მ პრევენციის მიზნით დაიწყო საპოლიციო კონტროლის განხორცილება ყველა რეგინში, მათ შორის, თბილისში. კონტროლი, რიგ შემთხვევაში, გულისხმობს ზედაპირული შემოწმების განხორციელებას,“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის განცხადებით, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ათეულობით საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც, ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება. ამ დროისთვის დაკავებულია 10 მოქალაქე.

„დანაშაულის პრევენციის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დაკავებულია 10 პირი, აქედან, 6 წარსულში ნასამართლევია. დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა,“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი აღნიშნავს, რომ რეიდების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამ ეტაპზე, დაკავებულია 6 პირი, ასევე, დაკავებულია 2 ძებნილი.

მამუკა ჭელიძის თქმით, ნებაყოფლობით ჩააბარეს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღიც.

„გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 17 ფაქტი, მათ შორის, ცივი იარაღის ტარების ფაქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ საპოლიციო კონტროლი ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვას,“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

ძალოვანი უწყების თანამშრომლები, არ აზუსტებენ, რა დრომდე გაგრძელდება საპოლიციო კონტროლი.

დღის ამბები