26 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
„არის რეალური საფრთხე, რომ ამ ადამიანის მიმართ დარღვეული იქნება კანონმდებლობა," - მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განვლილი წინასაექტრადიციო პერიოდი შეაჯამა. შეხვედრას ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლაში ჩაბუქის კოლეგები, მოსწავლეები და კუსრდამთავრებულები დაესწრნენ.

„არის რეალური საფრთხე, რეალური შიში, რომ ამ ადამიანის მიმართ დარღვეული იქნება კანონმდებლობა. მისი ხელშეუხებლობა არ იქნება დაცული, წამებას ექნება ადგილი, არა ადამიანურ მოპყრობას ექნება ადგილი და შესაბამისად, მოვითხოვთ, როგორც სასამართლოს მხრიდან, ასევე სხვა დაწესებულებების მხრიდან, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ საქმეზე, რომ არ მოხდეს აღნიშნული პიროვნების ექსტრადირება თურქეთის რესპუბლიკაში,“ - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სკოლაში ჩაბუქი რამდენიმე წლის განმავლობაში დირექტორად მუშაობდა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში, 24 მაისს თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 25 ნოემბერს კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა.

დღის ამბები