02 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
პანკისში დაკავებულების საქმეში 13 ტომი და 100-ზე მეტი დისკია

თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროცედურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თითქმის, 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულებს გამოძიება ტერორიზმის დაფინანსებასა და მხარდაჭერას ედავება.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ე.წ. მოდულის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ზურაბ გორნაკაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის თქმით, საქმეს ჯერ არ გაცნობია. 

„კურიერისთვის“ ცნობილია, რომ საქმეში 13 ტომია, რომელსაც თანდართული აქვს 100-ზე მეტი დისკი, სადაც აუდიო და სატელეფონო ჩანაწერები, ე.წ. ანძის ამონაწერები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები