26 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
სტოკჰოლმში ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა

სტოკჰოლმში ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურთან ამოქმედდა.

პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. მათ შორის ის 60 წლის მამაკაცი, რომელმაც მიწაზე დაგდებული საეჭვო ნივთი ხელში აიღო, რა დროსაც ის აუფეთქდა. ის მძიმე ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული. დეტალების გარკვევამდე დაიხურა რამდენიმე მეტროსადგური.

ამ ეტაპზე სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიაზე არ საუბრობენ.

დღის ამბები