02 მაისი 2024,   01:29
ვრცლად
თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი 42 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება. სამართალდამცველებმა სტამბოლში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 42 ეჭვმიტანილი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეიდები 12 სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა. ეჭვმიტანილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუმცა მათი ვინაობა, ჯერჯერობით არ სახელდება.

გამოძიების ცნობით, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტებთან, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში იბრძვიან.

მათ ნაწილს სტამბოლის ტერაქტის გამოძიების ფარგლებშიც ეძებდნენ. 

დღის ამბები