26 აპრილი 2024,   07:14
ვრცლად
თამაზ მეჭიაური თიანეთის საკრებულოს უმრავლესობას უპირისპირდება

თიანეთის საკრებულო ახალ სკანდალში ეხვევა. ქალაქის მერი საკრებულოს უმრავლესობას უპირისპირდება და აცხადებს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოს ყველა სხდომა პირველის გარდა, უკანონოა და იმ გადაწყვეტილებებს, რაც თვითმმართველმა ორგანომ დღემდე ჩატარებულ ხუთ სხდომაზე მიიღო, ძალა არ აქვს.

თამაზ მეჭიაურის მტკიცებით, საკრებულოს კომისიების, ბიუროსა და სხდომების შემდეგ შესაბამისი ოქმების შედგენა არ ხდებოდა, ამით კი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი დაირღვა.

თიანეთის საკრებულომ თამაზ მეჭიაურის ბიუჯეტი ორჯერ ისე დაიწუნა, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომისიას დოკუმენტი არ განუხილავს. პირველად 22 დეკემბრამდე, ვიდრე კომისიები დამტკიცდებოდა, მეორედ უკვე 29 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც საფინანსო კომისია მუშაობას შეუდგა.

თიანეთის მერი მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზეც საუბრობს. ის დარწმუნებულია, რომ საეჭვო გარიგებების უკან მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დგას.

მერის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ თიანეთის საკრებულოში. უწყების აპარატში აცხადებენ, რომ სხდომის ოქმების შედგენა კანონით განსაზღვრულ ვადაში ხდება. საკრებულოს აპარატის უფროსის მტკიცებით, დეპუტატების პროტესტის მიზეზი 8 იანვრის სხდომის ოქმის არარსებობა გახდა, თუმცა მის შესადგენად სამსახურს დრო 18 იანვრამდე აქვს.

 

დღის ამბები