19 მაისი 2024,   05:41
ვრცლად
აფგან მუხთარლის საქმის განხილვას ბელაქანის რაიონული სასამართლო დღეს განაგრძობს

თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის განხილვას ბელაქანის რაიონული სასამართლო დღეს განაგრძობს. არ არის გამორიცხული, ეს ბოლო სხდომა იყოს, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.

როდის იქნება განაჩენი, ამ ეტაპზე უცნობია. ბრალდება აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული და მას ამჯერადაც დაესწრება ადამიანის უფლებათა სახლისა და 42-ე მუხლის წარმომადგნელი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოდან ჩადის.

დღის ამბები