12 დეკემბერი 2018,   03:52
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის შეჩერება ნიშნავს, რომ ადამიანებს ციხეში ვტოვებთ - "თეთრი ხმაური"

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტები ამბობენ, რომ თუ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი შეჩერდება, უამრავი ადამიანი, რომლებიც თავისუფლებას ელოდება, ციხეში დარჩება. მათი აზრით, გარკვეული ჯგუფები კანონპროექტის დისკრედიტაციას ცდილობენ.

„კანონპროექტის შეჩერება ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც წლებია, თავისუფლებას ელოდებიან, ჩვენ ვტოვებთ ციხეში და ირიბად ამით მხარს ვუჭერთ რეპრესიულ პოლიტიკას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ჯგუფები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, როგორც საპატრიარქოში, ასევე სხვადასხვა გავლენის მქონე სივრცეებში, ცდილობენ კანონპროექტის დისკრედიტაციას,“- განაცხადა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრებმა საპატრიარქოს პოზიციაც გააკრიტიკეს.

„საპატრიარქო ხმამაღლა უნდა ებრძოდეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს ძალადობა გვაქვს სახეზე, ამას ჩვენ ნაკლებად ვხედავთ, მაგრამ როდესაც რეფორმა პიკში მიდის, ანუ საპატრიარქო გამოდის მოსაზრებებით, რომ, თითქოს, გვაკლია საზოგადოების თანხმობა, კრებს ალტერნატიულ საზოგადოებრივ სამეცნიერო ჯგუფს და გამოაქვს დასკვნა, რომ ჯერ ნაადრევია პროექტის გატანა. ვფიქრობ, რომ თამაშებსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი საპატრიარქოსა და იმ ძალებს შორის, ვინც დაინტერესებული არ არის პროექტის სწრაფად განხორციელებით,“- განაცადა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა, დავით სუბელიანმა.

საპატრიარქო პოზიციას არ თმობს და ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას და განხილვების შეჩერებას მოითხოვს. მათი თქმით, კანონპროექტით ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის მოხმარება გაიზრდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები