26 აპრილი 2024,   16:35
ვრცლად
"არ მივცეთ ფაშისტებს მმართველობის უფლება" - მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია ვენაში

ავსტრიის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. ვენის ქუჩებში 20 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

"არ მივცეთ ფაშისტებს მმართველობის უფლება" - ამ შინაარსის პლაკატებით დემონსტრანტები ავსტრიის ახალ სამთავრობო კოალიციას აპროტესტებდნენ, რომელშიც ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიაც გაერთიანდა.

აქციის მონაწილეები ევროპის ქვეყნებსაც მოუწოდებდნენ, რომ ქვეყნის ახალი მთავრობის წევრებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

მასშტაბური მსვლელობის გამო, ვენაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, თუმცა მიტინგი ინციდენტების გარეშე დასრულდა.

დღის ამბები