26 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
კლუბ „ბასიანის“ დაცვის და პოლიციელის დაჭრის საქმე - EMC-ის სასამართლოს განჩინება ამ დრომდე არ ჩაბარებია

კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორი თანამშრომლისა და პოლიციის მაღალჩინოსნის დაჭრაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისთვის“ განჩინება ამ დრომდე არ ჩაუბარებია.

არასამთავრობო ორგანიზაციას აინტერესებს საფუძველი, რის გამოც მოსამართლე შონიამ თამაზ ქვლივიძეს გირაო შეუფარდა.

EMC დაზარალებული ზვიად მესხის ინტერესებს იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როცა სასამართლო პოლიციელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიმართ საკმაოდ მკაცრია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბევრი კითხვა ჩნდება.

„ჩვენ ვიცით, რამდენად მძიმე და მკაცრია ხოლმე მართლმსაჯულების სისტემა რიგითი მოქალაქეების მიმართ, როდესაც საქმე ეხება პოლიციელისთვის თავდასხმას, დაზიანებას და ხშირად უსამართლოდ მაღალი სანქციებიც კი გვინახავს. ამ პრაქტიკის ფონზე, უცნაურია ის, რაც მოხდა ამ საქმეში, როდესაც ბრალდებული გირაოს სახით გათავისუფლდა, თუმცა საინტერესოა განჩინებაში უფრო დეტალური დასაბუთება ვნახოთ სასამართლოს მხრიდან,“ - აცხადებს სოფო ვერძეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები