02 მაისი 2024,   01:48
ვრცლად
ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმე შსს-ს გენინსპექციას გადაეცემა

დღის ბოლოს დასრულდა მთავარ პროკურატურაში პაატა პავლიაშვილის ახლობლებისა და უფლებადამცველების შეხვედრა. მათ პროკურატურის გენინსპექციის მთავარი გამომძიებელი შეხვდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ საქმე შსს-ს გენინსპექციას გადაეცემა - ის შეისწავლის სამართალდამცავთა მოქმედებას.

პროკურატურის განცხადება, რომ გამოძიების გაგრძელება მათ კომპეტენციაში არ შედის, მიუღებელია პავლიაშვილის ოჯახისა და უფლებადამცველებისთვის.

შეხვედრას წინ ხანმოკლე საპროტესტო აქცია უძღოდა.

„იმ მთავარ კითხვას, რა მოხდა სინამდვილეში, როგორ განვითარდა მოვლენები, პასუხი ვერ გასცა პროკურატურამ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი კადრები. სწორედ ის, რომ კადრები არ გადაღებულა, ამ საქმის გაგრძელებას ვაპირებთ გენერალურ ინსპექციაში," - აცხადებს "საიას" სისხლის სამართლის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები