16 ოქტომბერი 2018,   17:12
ვრცლად
მძლავრი აფეთქებები კლდის დანგრევის მიზნით - ბეჟათუბანში, გვირაბის მშენებლობის გამო, მოსახლეობა ავარიულ სახლებში ცხოვრობს

ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობისას აფეთქებების გამო, კაკიაშვილების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, სოფლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი ავარიულ სახლებში უწევს ცხოვრება. ბეჟათუბნის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო, მათი სოფელი ინგრევა.

ბეჟათუბანში სულ 12-მდე კომლი ცხოვრობს. ყოველდღიური აფეთქებების გამო, სოფლის სახლების 80% ავარიულია. ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბს კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" აშენებს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ინჟინრები კლდის დასანგრევად მძლავრ ასაფეთქებლებს იყენებენ, რის გამოც შესაძლოა, სოფელი საუკუნოვანი ნაგებობების გარეშე დარჩეს. ადგილობრივები ჩინურ კომპანიას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ.

ჩინური კომპანიისა და საქართველოს რკინიგზისგან ყურადღების მიქცევას უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციით სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშებიც ცდილობენ. დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ანაზღაურების დროულად გაცემას ითხოვენ.

იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება გაფიცული მუშების მოთხოვნები, ისინი საპროტესტო აქციებსა და სარკინიგზო გვირაბის გადაკეტვას გეგმავენ.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

 

დღის ამბები