22 მაისი 2018,   19:33
ვრცლად
სუხიშვილების ექსპერიმენტული ქორეოგრაფიული ნომერი და ხანგრძლივი განხილვა სოციალურ ქსელში

განსხვავებული ხაზებითა და დინამიკით, უცნობი ცეკვა "სუხიშვილებმა" პირველად 13 იანვარს კლუბ "რესპუბლიკაში" შეასრულეს. ელექტრონული მუსიკისთვის შექმნილ, ნახევრად იმპროვიზაციულ ქორეოგრაფიულ ნომერს დიდი ოვაციების შემდეგ, ხანგრძლივი განხილვა სოციალურ ქსელში მოჰყვა.

ილიკო სუხიშვილმა ახალი ცეკვა პროექტ - ცეკვა ქართულის ფარგლებში წარადგინა.

ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ქართული ტრადიციული ილეთებით შექმნილი ახალი ქორეოგრაფიული ნომრების გვერდით, ელექტრონულ მუსიკაზე შესრულებული ცეკვაც თანამედროვე ფოლკლორის ნიმუშია.

დადგმას ჯერ ისევ ექსპერიმენტის ფორმა აქვს, თუმცა ამავე მონახაზით მუშაობას ილიკო სუხიშვილი მომავალშიც გეგმავს.

ნაციონალური ბალეტი ტრადიციული სეზონური გასტროლებისთვის ემზადება. 10-ზე მეტ ქვეყანაში ტრადიციულ პროგრამასთან ერთად, ისინი ახალ ქორეოგრაფიულ ნომრებსაც წარადგენენ.

 

დღის ამბები