26 აპრილი 2024,   06:52
ვრცლად
NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გასაჯაროვდება

NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გასაჯაროვდება. შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი რამდენიმე საათში დაასახელებს, რომელ პოლიტიკოსს, პარტიას და ინსტიტუტს ენდობა საქართველოს მოსახელობის ძირითადი ნაწილი.

"დღეს, ჩვენი გამოკითხვის მეორე ნაწილის განხილვისას საქართველოს მოქალაქეების მიერ პარლამენტის მუშაობის შეფასებაზე ვისაუბრებთ. მოსახლეობა გამოვკითხეთ, იციან თუ არა ვინ არიან მათი დეპუტატები, ვესაუბრეთ პარლამენტის წევრებთან შეხვედრებზე. ასევე, დავინტერსედით თუ როგორ აფასებენ ზოგადად, პარლამენტის მუშაობას. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ანიჭებს გამოკითხული მოსახლეობა უპირატესობას და რომელს მისცემდა ხმას, არჩევნები ხვალ რომ იყოს.

"შეკითხვები კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც დავსვით. განსაკუთრებულად საინტერესო შედეგები გენდერთან დაკავშირებული პრობლემების შეფასებისას მივიღეთ," - აცხადებს აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.  

კვლევის საველე სამუშაოები 29 ნომებრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, ოკუპიურებული რეგიონების გარდა, 2300-მდე ადამიანი გამოიკითხა.

დღის ამბები