26 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
ოფიციალურმა ბერლინმა ანკარას იარაღის ექსპორტი გაუყინა

ოფიციალურმა ბერლინმა ანკარას იარაღის ექსპორტი გაუყინა. გერმანული პრესის ცნობით, გადაწყვეტილება სირიის აფრინის რეგიონში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას უკავშირდება.

შეზღუდვა გერმანიაში ახალი მთავრობის ფორმირებამდე იმოქმედებს. ოფიციალურმა ბერლინმა თურქეთის შეიარაღებულ ძალებში შემავალი ტანკების მოდერნიზების პროგრამაც შეაჩერა.

ახალი სახმელეთო ოპერაცია სირიის ტერიტორიაზე ანკარამ 6 დღის წინ დაიწყო. თურქეთის არმიის ცნობით, იერიშების შედეგად მათ 300-მდე ქურთი მებრძოლი და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი მოკლეს.

დღის ამბები