22 აგვისტო 2018,   11:35
ვრცლად
1 წელი ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრიდან-დაზარალებულები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ

სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შემდეგ 1 წელი გავიდა. დაზარალებულებმა დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. ისინი ზარალის ანაზღაურებას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

„დღეს გახდა ზუსტად ერთი წელი. გამოძიებამ არასრულად, არაობიექტურად, მიკერძოებულად ცალსახად აწარმოა გამოძიება. დამნაშავეები არ არიან დასჯილი. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება და მთავარი პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს სავარაუდოდ. მათ არ სურთ სრულად და ობიექტურად გამოძიება. ამიტომ ეს ხალხი ითხოვს კვლავ იმ დამნაშავეების გამოვლენაზე დასჯას, ვინც ეს ხალხი გადაწვა,“-განაცხადა დაზარალებულების ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა.

დღის ამბები