26 აპრილი 2024,   06:36
ვრცლად
პაბლო პიკასოს "ოქროს მუზა" ჰონგ-კონგში სოთბის აუქციონის სახლში გამოფინეს

პაბლო პიკასოს "ოქროს მუზა" საზოგადოებას პირველად წარუდგინეს. ლეგენდარული მხატვრის ნამუშევარი ჰონგ-კონგში სოთბის აუქციონის სახლში გამოფინეს. ტილოზე მისი საყვარელი ქალი-მარია ტერეზა უოლტერია გამოსახული.

1937 წელს შესრულებული შედევრი თებერვლის ბოლოს აუქციონზე გაიყიდება. საწყისი ფასი 50 მილიონი დოლარია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ვაჭრობისას ფასი გაიზრდება. აუქციონამდე კი პაბლო პიკასოს შედევრი მსოფლიოს დიდ ქალაქებში გამოფენენ. ჰონგ-კონგის შემდეგ მსურველებს მისი ნახვა ნიუ-იორკში შეეძლებათ.

დღის ამბები