21 სექტემბერი 2024,   05:04
ვრცლად
პრეზიდენტის ინიციატივით შეწყალების წესი იცვლება

პრეზიდენტის ინიციატივით შეწყალების წესი იცვლება. ცვლილება ძირითადად ორ მიმართულებას ეხება - ნარკოტიკული და ეკონომიკური დანაშაული.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თქმით, შეწყალების დროს ძირითადად გაითვალისწინებენ არაძალადობრივი გზით ჩადენილ დანაშულს, რომელიც არ შეხება ნარკოტიკული საშუალებების დიდი რაოდენობის შენახვა-გასაღებას და ქვეყანაში შემოტანას.

ზვიად ქორიძის განმარტებით, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა.

„შეწყალების კომისიამ ასევე არსებითად შეიძლება განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით. ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათი დანაშაულები და ეს მას არ ჩაუდენია ძალადობით ან ძალადობის მუქარით,“- აღნიშნა ქორიძემ. 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

 

დღის ამბები